Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ტიკტოკერებმა 7 საათში 69 რესტორანში ისადილეს | გინესის რეკორდი (ვიდეო)

ტიკტოკერებმა 7 საათში 69 რესტორანში ისადილეს | გინესის რეკორდი (ვიდეო)

ცნობილმა ტიკტოკერებმა, ნიკ დიჯიოვანიმ და ლინ დევისმა მანჰეტენზე 7 საათში 69 სწრაფი კვების ობიექტი მოინახულეს. დუეტმა გინესის რეკორდი დაამყარა. 

 

რეკორდის მოხნისთვის, წყვილს ერთ კვების ობიექტში აუცილებლად უნდა ეყიდათ მინიმუმ ერთი სასმელი და ერთი საჭმელი. ტიკტოკერებს ფეხით უნდა მოეარათ მანჰეტენის ობიექტები. მათ დაახლოებით 8 მილის გავლა მოუწიათ. 

 

დუეტმა თავგადასავალი დილის 08:30-ზე მაკდონალდსით დაიწყო. მათ მოინახულეს ისეთი ობიექტები როგორებიცაა: დანკინი, ტაკო ბელი, შეიკ შეკი, ბურგერ კინგი, ვენდისი, ფაივ გაისი და სხვები. 

 

დიჯიოვანის და დევისს რეკორდის მოხსნისთვის 24 საათი ჰქონდათ, თუმცა გაცილებით ნაკლებ დროში დაამყარეს გინესის რეკორდი, მიუხედავად იმისა, რომ 34-ე ქუჩაზე Macy’s ლიფტში გაიჭედნენ კაი ხნით. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ